asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში ისრაელის ელჩის მძღოლი აფეთქებას გადაურჩა
საელჩოს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია
საქართველოში ისრაელის ელჩის მძღოლი აფეთქებას გადაურჩა

2012-02-13 16:08:25



ქართველმა გამნაღმველებმა ავტომობილის მფლობელის, საქართველოში ისრაელის ელჩის ავტომანქანის მძღოლის განგაშის შემდეგ მისი კუთვნილი ავტომანქანის ძარის ქვეშ მიმაგრებული ნაღმი გააუნებელყვეს.

ტელეკომპანია ”რეალ-ტვ” - ის მონაცემებით, რომან ხაჩატურიანმა მისი ავტომობილის ”Hyundai Getz” -ს ძარის ქვემოთ სკოჩით მიმაგრებული შავი პაკეტი შეამჩნია, და სასწრაფოდ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც, თავის მხრივ გამნაღმველებს შეატყობინა.

პაკეტში აღმოჩნდა საბრძოლო ნაღმი, რომელიც მათ მალევე გააუნებელყვეს.

ამის შემდეგ ავტომანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს, სადაც მას კრიმინალისტები შეისწავლიან.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ჯერ განცხადება და კომენტარები არ გაუკეთებია.

 


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online