asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უზბეკეთის მოქალაქემ ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვა აღიარა
ულუგბეკ კოდიროვი
უზბეკეთის მოქალაქემ ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვა აღიარა

2012-02-11 12:58:00



უზბეკეთის მოქალაქემ, 22 წლის ულუგბეკ კოდიროვმა, რომელიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფება, პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვა აღიარა .
დასავლური მედიის ცნობით, სასამართლოში კოდიროვს აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა, იარაღის უკანონო შენახვა და ტერორისტებთან თანამშრომლობის ბრალდება წაუყენეს. დამნაშავემ გამოძიებასთან ითანამშრომლა. მას ციხეში 30 წლის გატარება მოუწევს.
ბრალდების თანახმად, კოდიროვი აშშ-ში 2009 წელს სასწავლო ვიზით ჩავიდა, თუმცა სწავლა არ დაუწყია. აშშ-ში ის დაუკავშირდა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, როგორც ემირი. მისი პირდაპირი ხელმძღვანელობით, კოდიროვმა დაიწყო "ისლამისთვის აუცილებელი" აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბარაკ ობამა
კავშირი ტეგთან: უზბეკეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online