asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოფიო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს
პროკურატურის განცხადებით
სოფიო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს

2012-02-10 10:50:00



მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს , - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სოფიო ნიკოლაშვილის დაკავებიდან, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ღიად ჩატარდა, მხარეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. ღია იყო სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების განხილვა მხარეების თანდასწრებით მოხდა.
პროკურატურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო ნიკოლაშვილი 1-ელ თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის საქართველოს სსკ-ის 19, 108 და 236 მუხლებითაა ბრალდებული, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების ცნობით, სოფიო ნიკოლაშვილმა მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელ გიორგი სიბაშვილისთვის სროლა სცადა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფიო ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
ნიკოლაშვილის მამა კი, სიბაშვილს შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და შვილის დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online