asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ივანიშვილის ოჯახის ახლობელს 4  წელი მიესაჯა
რას ყვება დაკავებული
ივანიშვილის ოჯახის ახლობელს 4 წელი მიესაჯა

2012-02-09 17:35:54



ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარ ზაზა კობახიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გაასამართლეს. დაკავებულის ადვოკატის, ლადო მაჭარაშვილის განცხადებით, განაჩენი უკანონოა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ადვოკატი კობახიძის დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. - ზაზა კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარია. ის წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც იყო, - აცხადებს მაჭარაშვილი. - სახლიდან როცა გამოვედი, პოლიციელებმა ხელები ამომიტრიალეს და ძირს დამაწვინეს. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. ჩემი დაკავების დღეს სამების საკათედრო ტაძარში გვარის შეკრებაზე მივდიოდი. ქრისტიანი ადამიანი იარაღით წმინდა ადგილას არ დადის. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე მართალი ვარ და მართალი კაცისთვის სასჯელის მოხდა რთულია, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ კობახიძის დაკავებისთანავე, მედიაში ივანიშვილთან მის კავშირზე გაკეთა აქცენტი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიძინა ივანიშვილი
კავშირი ტეგთან: სასამართლო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online