| ქალი და მამაკაცი |

მოსკოვში ორი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ ყალბი წამლებისა და სამედიცინო პრეპარატების დამზადებაში. ეს ადამიანები რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონში მოქმედებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციისათვის წინააღმდეგობის გაწევის კომიტეტი ავრცელებს.
"ჯგუფის ორგანიზატორი 44 წლის თბილისელია - ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მსხვილი სააფთიაქო ქსელისა "ცარევა აპტეკა". ასევე გამოვლენილია მისი თანამზრახველი - უმუშევარი ქართველი", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ ორივე ბრალდებული უკვე დაკავებულია. ასევე, უკვე დადგენილია ჯგუფის სხვა მონაწილეები და მათი კორუფციულ კრიმინალური კავშირები. "შეგროვებულია მასალა ფალსიფიცირებული პროდუქციის შესახებ, სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომლებზედაც ყალბი პროდუქციის გადატანა ხორციელდებოდა. ასევე უკვე მიღებულია ყალბი პროდუქციის ნიმუშები", _ ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციისათვის წინააღმდეგობის გაწევის კომიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე აღმოაჩინეს საწარმო სადაც ფალსიფიცირებული წამლები მზადდებოდა. საწარმო მოსკოვის მეტროპოლიტენში კრიმინალური მილიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის აგარაკზე იყო განთავსებული. საწარმო მოსკოვის ოლქში აღმოჩნდა, იქ იყო დანადგარები პრეპარატების დაასამზადებლად. ფხვნილი, სავარაუდოდ სახამებელი, ხარიელი კაფსულები და ყუთები. იქვე იქნა ნაპოვნი 100 ათასი უკვე დამზადებული პრეპარატ "არბიდოლის" ტაბლეტები, რომელთა ღირებულება 20 მილიორ რუბლს აჭარბებდა. დაკავებულებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 






































































































