asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უკრაინის რადამ ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად კანონი არ შეცვალა
365-ე მუხლი არ გააუქმეს
უკრაინის რადამ ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად კანონი არ შეცვალა

2012-02-08 17:22:00



  უკრაინის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის გაუქმებაზე, რომელიც ითვალისწინებს უფლება-მოვალეობის გადაჭარბების შემთხვევაში სახელწიფო მოხელეთა დასჯას, უარი განაცხადა.

კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის გაუქმებას ითვალისწინებდა, უმაღლესი რადის მხოლოდ 150-მა წევრმა დაუჭირა მხარი, როდესაც ხმათა მინიმუმი 226-ს შეადგენს.
კანონპროექტის ავტორმა ვიქტორ შვეცმა აღნიშნა, რომ ცვლილებები გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით იქნა მომზადებული. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წინაშე უკრაინის პრეზიდენტი ან მთავრობის წევრი შესაძლოა წარდგეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა უკანონო, განსაკუთრებული დიდი ოდენობით მოგების მიღება საკუთარი გამორჩენის ან სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ 365-ე მუხლით უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გაასამართლეს.

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: იულია ტიმოშენკო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online