| ქალი და მამაკაცი |

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის შესახებ მოპასუხე მხარეს ეცნობა, თუმცა პროცესზე დასწრებაზე უარი თქვეს.
"პალიტრამედიას" ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზვიად კორძაძე იცავდა.
"სასამართლომ დღეს განიხილა სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ. შალვა ნათელაშვილმა არ შემოიტანა შესაგებელი "პალიტრამედიის" სარჩელთან დაკავშირებით. დღეს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდნენ არც შალვა ნათელაშვილი და არც - მისი წარმომადგენელი. როგორც სასამართლომ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ მოპასუხე მხარეს, რომელმაც სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკისრა ნათელაშვილს ცნობების უარყოფა, რომელიც მან გაავრცელა "მაესტროს", "კვირის ქრონიკისა" და "ალიას" მეშვეობით. განცხადებებში ნათელაშვილი ბრალს სდებდა "მედიაპალიტრას" ბავშვებისთვის სკოლის წართმევაში, მილიონების მიღებაში ბიძინა ივანიშვილისგან. ჩვენი ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია", - განაცხადა "პალიტრამედიის" ადვოკატმა ზვიად კორძაძემ და აღნიშნა, რომ "ლეიბორისტების" საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.
"პალიტრამედიამ" საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ცნობების გავრცელებისთვის "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს სასამართლოში 2011 წლის დეკემბერში უჩივლა. მანამდე კი, შალვა ნათელაშვილის ბრალდებების საპასუხოდ "პალიტრამედიამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა ან საკუთარი სიტყვების საჯარო უარყოფა მოსთხოვა. გარდა ამისა, ნათელაშვილმა, სარჩელის შეტანამდე, მედიაჰოლდინგიდან მიწვევა და მის მიერ გავრცელებული ცნობების არარეალურობაში დასარწმუნებლად დოკუმენტაციის გაცნობის შეთავაზებაც მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.
"პალიტრამედია" სასამართლოში შალვა ნათელაშვილისგან ბრალდებების იმავე მედიასაშუალებებით უარყოფას ითხოვდა, რომლითაც ეს ბრალდებები გავრცელდა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 





























































































































