| ქალი და მამაკაცი |

კანადის სასამართლომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილ პრეზიდენტს მანანა ღურჭუმელიძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ღურჭუმელიძე ამბობს, რომ კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
"მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მე პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომენიჭა. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებ. მადლობას გიხდით, რომ აშუქებთ განათლების პრობლემებს და ეხმარებით მასწავლებლებს დაიცვან უფლებები. მოსამართლეს თან ჰქონდა თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიტიკური ნიშნით ისტორიის მასწავლებლის თამარ სუხიაშვილის გათავისუფლების შესახებ", - აცხადებს ღურჭუმელაძე.
მისივე თქმით, მან სასამართლოს წარუდგინა სიუჟეტები, პუბლიკაციები, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით იბეჭდებოდა. "ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლითაც პროცესები მოვუგე ჩემს „ოპონენტებს" და კიდევ ბევრი სხვა დოკუმენტი, მხარდასაჭერი წერილები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან. პროცესი სულ 1 საათი და 45 წუთი გაგრძელდა".
" ჩემი წამოსვლის შემდეგ ორგანიზაციაში შეყვანილი ჰყავდათ დამოუკიდებელი აუდიტი, რომელმაც მცირედი დარღვევაც კი ვერ აღმოაჩინა. საქართველოს პროკურატურას ჩემ წინააღმდეგ არასდროს ჰქონია საქმე აღძრული, დაინტერესებული პირები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას", - აცხადებს ღურჭუმელაძე.
შეგახსენებთ, რომ მანანა ღურჭუმელიძე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან 2010 წლის სექტემბერში გადადგა. მანანა ღურჭუმელიძე კანადაში გაემგზავრა და კანადის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. მისი თქმით, საქართველოდან წასვლის მიზეზი, სახელმწიფო სტრუქტურებისგან მისი და მისი ოჯახის წევრების დევნა გახდა. იმ დროისთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მანანა ღურჭუმელიძეს პედაგოგთა საწევროებიდან თანხების მითვისებისა და არამიზნობრივი ხარჯვისთვის ედავებოდნენ.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 



































































































