asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სირიაში საქართველოს მოქალაქის დაკავება არეულობას არ უკავშირდება
არჩილ ძულიაშვილის ინფორმაცია
სირიაში საქართველოს მოქალაქის დაკავება არეულობას არ უკავშირდება

2012-02-07 16:58:00



სირიაში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი ქვეყანაში არსებულ არეულობას არ უკავშირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა სირიაში არჩილ ძულიაშვილმა განუცხადა.
ელჩის თქმით, საელჩო ამჟამად საქართველოს მოქალაქის დაკავების მიზეზებს აზუსტებს. "საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დასტურდება, თუმცა, მისი დაკავება არ არის დაკავშირებული არეულობებთან. ის ადამიანი არ მონაწილეობდა სირიაში მიმდინარე პროცესებში. ვაზუსტებთ, რატომ არის ის დაკავებული", _ განაცხადა ძულიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, სირიაში არეულობისას დაზარალებულთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ელჩის განმარტებით, საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაზარალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით, სირიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
სირიის ქალაქ ჰომსში სამხედროებმა ათეულობით ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება. სირიის ხელისუფლება სახლების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით ტერორისტი გაანდგურეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ოპერაციისას უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი მოკლეს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: არჩილ ძულიაშვილი
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online