| ქალი და მამაკაცი |

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ სოფიო ნიკოლაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა .
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დღეს დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესზე კომენტარი თავად ბრალდებულმაც გააკეთა. სოფიო ნიკოლაშვილის განცხადებით, თავს დამნაშავედ არ სცნობს.
სასამართლოზე განსასჯელის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, 10 000 ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვეს, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ნიკოლაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეეშალოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო ნიკოლაშვილი 1-ელ თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის საქართველოს სსკ-ის 19, 108 და 236 მუხლებითაა ბრალდებული, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.
სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილმა მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელ გიორგი სიბაშვილისთვის სროლა სცადა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ სოფიო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
ნიკოლაშვილის მამა კი, სიბაშვილს შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და შვილის დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
როგორც დავით ნიკოლაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, მას და მის გარემოცვას მას შემდეგ დაუწყეს დევნა, რაც ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
"მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა", - აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი - კახეთის ვიცე გუბერნატორი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 






































































































