asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"თავისუფალი საქართველო" ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს
მოთხოვნა
"თავისუფალი საქართველო" ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

2012-02-03 16:26:00



"თავისუფალი საქართველო", ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წლის თავზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, "თავისუფალ საქართველოს"< ისევე როგორც ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, აქვს საფუძვლიანი ეჭვები პრემიერ მინისტრის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და მოვლენა, რომელიც გამოკვლევას საჭიროებს.
"თავისუფალი საქართველო" კიდევ ერთხელ მოითხოვს ხელისუფლებისგან, ჯეროვნად იქნას გამოძიებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცეს.
2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზურაბ ჟვანია
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online