asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გაერო-ს შტაბბინიდან 16 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს
სკანდალი
გაერო-ს შტაბბინიდან 16 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

2012-01-27 10:41:00



ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ჩანთა, რომელშიც 16 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა.
"ბი-ბი-სის"ცნობით, ნარკოტიკი გაერო-ს სიმბოლიკიან პაკეტში იყო შეფუთული.
ორგანიზაციის წარმომადგენელი პო ბრაუნი აცხადებს, რომ ჩანთა გაერო-ს შენობაში შეცდომით მიიტანეს.
მისი თქმით, გზავნილი მექსიკიდანაა, თუმცა მასზე დანიშნულების ადგილი და ადრესატის სახელი მითითებული არ არის. თეთრმა პაკეტმა ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ მასზე გამოსახული გაერო-ს ლოგოტიპი ნამდვილის იდენტური არ იყო.
უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, გრეგორი სტარის განცხადებით, ნარკოტიკი სქელ ბლოკნოტებშია იყო დამალული.
"ჩემი აზრით, ეს ნარკომოვაჭრეების ნახელავია, რომლებმაც ეს საქმიანობა აშშ-შიც სცადეს, თუმცა გეგმა ჩაუვარდათ",- განაცხადა სტარმა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ პაკეტები შტაბბინის არც ერთი თანამშრომლისთვის არ იყო განკუთვნილი.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online