| ქალი და მამაკაცი |

დღეს თბილისის პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი , თბილისის მერი გიგი უგულავა. ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე მოლდოვის გენერალური პროკურორი ვალერი ზუბკო და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე იური უდალცოვი.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აგრეთვე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს ახალ შენობაში გადასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ 2011 წელი უწყებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყების წელი იყო.
თბილისის მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მათი მუშაობის პრინციპებს. მისი განცხადებით, პროკურატურის ფუნქცია მხოლოდ დამნაშავეების დასჯა არ არის, არამედ დანაშაულის პრევენციაა და დაზარალებულის დაცვა. სწორედ ამ სტანდარტებზეა მორგებული პროკურატურის ახალი შენობა.
საქართველოს მთავარ პროკურატურასა და მოლდოვის გენერალურ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელევამ და მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ვალერი ზუბკომ. მემორმანდუმი საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურებს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დამნაშავეობის, კორუფციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ადამიანით ვაჭრობისა და განსაკუთრებით ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ქართველი და მოლდოველი სამართალდამცავები ვალდებულებას იღებენ, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ერთმანეთს, გაცვალონ ინფორმაცია კანონმდებლობისა და იურისპუნდეციის შესახებ და ითანამშრომლონ ლოჯისტიკის სფეროში.
თბილისის პროკურატურის ახალი ოფისი აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ში მდებარეობს.
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 


