asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სასამართლომ "იგრიკას" დაყადაღების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ადვოკატის ცნობა
სასამართლომ "იგრიკას" დაყადაღების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2012-01-23 16:38:00



შპს "იგრიკას" დაყადაღების შესახებ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ ~რუსთავის მედიის მართვის კომპანიის~ ადვოკატმა დავით კიკალიშვილმა აცნობა. მისი თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ ~იგრიკას~ მფლობელია არა ილია(ბაჩო) კიკაბიძე, არამედ შპს ~აქცეპტი~.
მოსამართლემ მოთხოვნა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
"რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ" სასამართლოს შპს "იგრიკაზე" ყადაღის დადების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
"შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიისათვის" მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე "მაესტროს" ყოფილი დირექტორის, ილია კიკაბიძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ მის წილს შპს "იგრიკაში", ყადაღა დაედოს",- ნათქვამია "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" განცხადებაში.
ამასთან, "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" შპს "იგრიკასთან" არაფერი ესაქმება.
კიკაბიძის თქმით, ეროსი კიწმარიშვილს არ აქვს უფლება, "იგრიკასა" და მის პირად ქონებაზე რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.
შპს "იგრიკა", რომლის მფლობელიც "მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს "აქცეპტს" გადაეცა. "აქცეპტის" 80%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა.
"იგრიკამ" 2011 წლის 23 დეკემბერს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თბილისის საქალაქო სასამართლო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online