asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წყნეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
დავით მღებრიშვილი
წყნეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

2012-01-23 15:11:00



ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ადრე ძარცვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული დავით მღებრიშვილი.
შსს-ს ცნობით, 2012 წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მუცლისა და ზურგის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წ.დ. ბადრი ჩაფრავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დავით მღებრიშვილის ,,პიტბულის'' ჯიშის ძაღლის მიერ კბენის შედეგად მიყენებული ნაფლეთი ჭრილობები.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა ბრალდებულის ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა ჭიათურის რაიონის სოფელ წინუბანში.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. პოლიციის მიერ ამოღებულია მკვლელობის იარაღი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მკვლელობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online