| ქალი და მამაკაცი |

საქართველო საბერძნეთში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ექსტრადაციას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შუშანაშვილი ქართველი სამართადამცველების მიერ იძებნებოდა, შესაბამისად ქართული მხარე მის გადმოცემას მოითხოვს, თუმცა ე.წ. კანონიერი ქურდს ასევე ესპანელი სამართალდამცველებიც ეძებდნენ. „შუშანაშვილი ასევე ესპანეთის მიერაც იყო ძებნილი, შესაბამისად მის გადაცემას ორივე - საქართველოც და ესპანეთიც მოითხოს. ამასთან, უნდა ვაღნიშნოთ, რომ ესპანეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამის გათვალისწინებით მას მოთხოვის უპირატესი უფლება ენიჭება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია საქართველოსთვის ექსტრადიციის შესაძლებლობა", - განმარტა კალანდაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითი მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულისა როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო, ასევე ესპანეთში საქართველოს წარმომადგენლობა. შეგახსენებთ, რომ ათენის მახლობლად გუშინ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი ინტერპოლით ძებნილი ლაშა შუშანაშვილია. იგი ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს. შუშანაშვილთან ერთად სამართალდამცავებმა მისი დაცვის წევრიც დააკავეს. მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დაკავების დროს სამართალდამცველებმა ნომერში ამოიღეს იარაღი, ყალბი რუსული პასპორტი, კომპიუტერის დისკი და მობილური ტელეფონები. შუშანაშვილი ბერძნულ სასტუმროებში სხვადასხვა სახელით ჩერდებოდა. იგი საბერძნეთის ტერიტორიაზე ლაშა რუსთავსკის და არტენიანის სახელითაც ცხოვრობდა. დაკავებულები ათენის სასამართლოს პირველი ინსტაციის წინაშე დღეს წარსდგებიან.
ლაშა შუშანაშვილი აქამდეც არა ერთხელ იყო დაკავებული, თუმცა არა ერთხელ მოახერხა პოლიციას გაქცეოდა. მათ შორის საბერძნეთში დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს 2 წლის წინ. ამ სპეცოპერაციაში ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, იტალია და საფრანგეთი მონაწილეობდნენ. მაშინ მისი ძმა კახაბერ შუშანაშვილი ესპანეთში დააკავეს. მას ფულის გათეთრებაში, იარაღის კონტრაბადაში და ნარკოტიკების ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. კახაბერ შუშანაშვილს ქართულ-რუსულ მაფიის ერთ-ერთ ბოსად მოიხსენიებდნენ, რომელიც ესპანეთში კრიმინალური საქმიანობით მოპოვებულ საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 





































































































