asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბარაქ ობამას სასამართლო დაკითხავს
სასამართლო
ბარაქ ობამას სასამართლო დაკითხავს

2012-01-23 10:43:00



აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას საკუთარი დაბადების ადგილთან დაკავშირებით ჩვენების მიცემა მოუწევს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ატლანტის სასამართლოში შეტანილი სარჩელით, მოსარჩელე მხარე ობამას დაბადების ადგილს და შესაბამისად იმას, აქვს თუ არა მას უფლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მეთაური, საეჭვოს ხდის.
"ასოშიეითედ პრესის" ცნობით, ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა და შესაბამისად, არ შეიძლება ის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.
ამ თეზისის მოსახლეობაში გავრცელებას ხელი აქტიურად შეუწყო არჩევნებზე ობამას კონკურენტმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა უკვე გამოაქვეყნა ობამას დაბადების მოწმობის ასლი, სადაც წერია, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი შტატებშია დაბადებული.
სარჩელს ატლანტის სასამართლო განიხილავს. ობამას საკუთარი დაბადების ადგილის თაობაზე ჩვენების მიცემა ხუთშაბათს მოუწევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბარაკ ობამა
კავშირი ტეგთან: სასამართლო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online