| ქალი და მამაკაცი |

მოსკოვთან ახლოს ქართველმა ძმებმა რუსი "თოვლის ბაბუა" მოკლეს. ამის შესახებ "მასკოვსკი კამსამოლეცი" წერს.
მოსკოვთან ახლოს მდებარე ორეხოვო-ზუევის მცხოვრები, 30 წლის დიმიტრი და მისი მეუღლე 29 წლის ევგენია ახალი წლის მისალოცად ნაცნობთან მივიდნენ. დიმიტრის თოვლის ბაბუას კოსტიუმი ეცვა, ევგენიას კი ფიფქიასი. მათ თან ჰყავდათ 7 წლის ქალიშვილი. ოჯახი ახალი წლის მოსალოცად ურიცკის ქუჩაზე მცხოვრებ ნაცნობ, ვინმე სვეტლანას ესტუმრნენ.
ძიების ინფორმაციით, ბინაში მასთან ერთად საქართველოს მკვიდრი, უმუშევარი, 30 წლის შავლეგ გოშაძე და დღესასწაულზე სტუმრად ჩასული მისი 27 წლის ძმა – კობა იმყოფებოდნენ. შეკრებილები ახალ წელს აღნიშნავდნენ და სპირტიან სასმელებს სვამდნენ.
"რაღაც მომენტში დიმიტრის არ მოეწონა, როგორ უყურებდა კობა მის მეუღლეს. იგი დარწმუნებული იყო, რომ "ფიფქიას" ეარშიყებოდნენ. დაიწყო კამათი, შავლეგმა ძმის დაცვა სცადა. დიმიტრიმ ევგენიას სთხოვა, შვილი სახლში წაეყვანა, თავად კი სვეტლანას ბინაში საქმის "კაცურად" გასარჩევად დარჩა", - წერს "მასკოვსკი კამსამოლეცი".
სტუმარი და ძმები სადარბაზოში, კიბესთან გავიდნენ, სადაც ჩხუბი დაიწყო. გამოძიების ვერსიით, შავლეგ გოშაძემ დიმიტრის სამზარეულოს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. შემდეგ ძმები ბინაში შებრუნდნენ და დაჭრილს კარი მიუკეტეს. დიმიტრიმ ერთ-ერთ მეზობელს სასწრაფოს გამოძახება სცადა, თუმცა, იგი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 





































































































