
რატომღაც, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღებისათვის პასუხისგებაში მიცემულთა დანდობა დაიწყეს. პარლამენტი ისეთი კანონის მიღებას აპირებს, რომლითაც ამ ადამიანებს შეღავათები უწესდებათ - შესაძლებელია, მართვის თუ სამედიცინო და პედაგოგიური მუშაობის უფლების აღდგენა მოიპოვონ. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი კანონით, ასეთი შეზღუდვები არის დაწესებული. თუმცა, სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ სიახლით ე.წ. შერჩევითი სამართლის დამკვიდრებული ტრადიცია გაძლიერდება, ვიღაც დაუმსახურებლად მიიღებს შეღავათს, ვიღაც კი დაიჩაგრება. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ან გამსაღებლისათვის, ასევე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის, სამედიცინო და პედაგოგიური საქმიანობის უფლებების აღდგენას ითვალისწინებს კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მიიღოს მისთვის უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება. კანონპროექტის განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად ნარკოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, კანონპროექტი პრინციპის დონეზე მისაღებია, თუმცა კომისიის საკითხი უფრო დეტალურადაა განსახილველი, რაც მეორე მოსმენისთვის დაიგეგმა.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



ბაღდადში თვითმკვლელის აფეთქებას პოლიციის აკადემიის 18 კურსანტი ემსხვერპლა
მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა
ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს













საქალაქო სასამართლომ ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ "აისექ საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისას დაჭრილი დაცვის წევრის მდგომარეობა მძიმეა
ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა 

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის დროს რამდენიმე ბომბი აფეთქდა
ალექსანდრე ანქვაბს ცეცხლი გაუხსნეს
ჯამბოლატ თედეევის დასაკავებლად თვითმფრინავი უკან დასვეს
დომენიკ სტროს კანი ისევ დაიჭირეს
ვალერი გელბახიანი 50.000 ლარად გაათავისუფლეს
საქართველოში ნარკოდანაშაული 32%-ით შემცირდა
ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ვალერი გელბახიანი დააკავეს 






















































































