asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიორგი ცაგარეიშვილი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ციხეში მოხვდება
ბრიფინგი
გიორგი ცაგარეიშვილი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ციხეში მოხვდება

2011-12-07 12:44:00



ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე, ~თავისუფალი დემოკრატების~ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება ციხეში მოხვდება. ეს განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს ბანკ ~ქართუსთნ~ დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად ახდენს ბანკ ~ქართუს~ გაკოტრებას და ამას თაღლითური სქემით ახორციელებს.


`გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაციები, როდესაც 3-4 დღის განმავლობაში 4 ბიზნეს-ჯგუფს 100 მილიონი ლარის ღირებულებეის ქონება დაუყადაღა. ამით ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი დატოვა ~ქართუს~ 70 მილიონ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20%-ია, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და იქვე დაამატა, რომ გიორგი ქადაგიძეს ~ქართუს~ განადგურება სურს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს.

~თაღლითური სქემის განხორციელებას სათავეში ქადაგიძესთან ერთად სხვა მაღალჩინოსნები უდგანან. ამის გარკვევით მომავალში საქართველოს მთავარი პროკურატურა უნდა დაკავდეს~ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გიორგი ცაგარეიშვილი
კავშირი ტეგთან: ციხე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online