asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ებრაულ მხარესთან გარიგებით, ქართულმა მხარემ 70 მილიონი დოლარი დაზოგა
მანანა მანჯგალაძის ინფორმაცია
ებრაულ მხარესთან გარიგებით, ქართულმა მხარემ 70 მილიონი დოლარი დაზოგა

2011-12-06 12:40:00



გარიგებით, რომელიც ებრაულ მხარესთან დაიდო, ქართულმა მხარემ 70 მილიონი დოლარი დაზოგა .
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ებრაელი ბიზნესმენების შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საქმე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დანაშაულებრივი კორუფციული გარიგების შედეგად შედგა და დღემდე მძიმე ტვირთად აწვა ქვეყანას.
"ამის გამო, ჯამური სახით, სახელმწიფოს 110 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი საურავების ჩათვლით. 70 მილიონი დოლარის დაზოგვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემა ბრალდებოდათ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ებრაელ ბიზნესმენებს შვიდი და ექვსნახევარი წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა 2 დეკემბერს ისინი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ამასთან, იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომს გააკეთა განცხადება, რომ მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია Tramex International Inc-თან. ებრაელი ბიზნესმენების სახელი სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება. კერძოდ, დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან.
"საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა.
საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა",- განმარტეს იუსტიციის სამინისტროში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მანანა მანჯგალაძე
კავშირი ტეგთან: მილიონი დოლარი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online