asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბანკებს ოქტომბრის მდგომარეობით 7.5 მლრდ ლარის ოდენობის სესხი აქვთ გაცემული
ინფორმაცია
ბანკებს ოქტომბრის მდგომარეობით 7.5 მლრდ ლარის ოდენობის სესხი აქვთ გაცემული

2011-11-30 13:44:00



კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, 0.9%-ით ანუ 68 მლნ ლარით გაიზარდა და 1-ელი ნოემბრისთვის 7.5 მლრდ ლარს მიაღწია .
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.6%-ით, ანუ 35.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 0.6%-ით, ანუ 32.8 მლნ ლარით.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ოქტომბერში კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 778.8 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით - 3.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 49.3% ვაჭრობის სფეროზე მოდის. სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.4%-ით ანუ 27.9 მლნ ლარით გაიზარდა და 2.1 მლრდ ლარს მიაღწია.
ოქტომბერში მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.6% შეადგინა, რაც 1-ელი ნოემბრისთვის 823.3 მლნ ლარით განისაზღვრა; 11.8% მოდის მშენებლობაზე, რაც 498.4 მლნ ლარია.
2011 წლის ოქტომბრის განმავლობაში 2.1%-ით ანუ 61.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისთვის 3 მლრდ ლარს გადააჭარბა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბანკები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online