asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის "პროგრესბანკის" 10%-იანი წილის მფლობელი გახდა
ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაცია
ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის "პროგრესბანკის" 10%-იანი წილის მფლობელი გახდა

2011-11-23 17:12:00



ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის "პროგრესბანკის" 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკ "ქართუს" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბანკ ~ქართუსა~ და ~პროგრესბანკს~ შორის 7 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
~შევთანხმდით ტექნიკურ თანამშრომლობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ, როგორც უფრო გამოცდილი ბანკი, დავეხმარებით კადრების მომზადებაში, გავუზიარებთ გამოცდილებას. აუცილებლობის შემთხვევაში, გარკვეულ ფინანსურ თანადგომასაც გამოვუცხადებთ~,- აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ბანკებს შორის თანამშრომლობის გაფორმებიდან მალევე ~პროგრესბანკში~ შემოწმება ეროვნულმა ბანკმა დაიწყო.
ეროვნული ბანკი კალაძის ბანკში შემოწმების დაწყებას ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
~ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი კომენტარი არ გააკეთებს~, - განუცხადეს ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული ბანკის პრესცენტრში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიძინა ივანიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online