| ქალი და მამაკაცი |

შვეიცარიის პრეზიდენტ მიშლენ კალმი-რეის განცხადებით, შვეიცარიელებს რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო-ს საკითხზე კომპრომისული გადაწყვეტილების მოფიქრებისთვის "მთელი თავისი ფანტაზიის ამუშავება დასჭირდათ".
შვეიცარიის პრეზიდენტი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე გამოცემა "Le Temps"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"ამოცანა ძალიან მკაფიო იყო: ჩვენ რუსეთს და საქართველოს შორის საქონლის გადაადგილებაზე ვმო-ს ნორმების დაცვის გარანტიები ისე უნდა შეგვექმნა, რომ ეს არ შეხებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს. შვეიცარიელებს კომპრომისული გადაწყვეტილების მოფიქრებისთვის მთელი ფანტაზიის ამუშავება დაგვჭირდა: ერთ-ერთ ჩემს დიპლომატს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა, მკაფიო საბაჟო პუნქტების ნაცვლად საბაჟო დერეფნების შექმნის შესანიშნავი იდეა გაუჩნდა. ეს ნოვატორული იდეა დაგვეხმარა იმაში, რომ პროცესი ჩიხური სიტუაციიდან გამოგვეყვანა. საუბარია ციფრული დაკვირვების ქვეშ არსებულ სამ დერეფანზე, რომლებშიც შეიძლება გადაადგილდეს საქონელიც და ადამიანებიც", - აცხადებს კალმი-რეი.
მისივე განმარტებით, კომპრომისული გადაწყვეტილება პირველ რიგში რუსეთისთვისაა სასარგებლო.
"კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც მოვიფიქრეთ, პირველ რიგში, სასარგებლოა რუსეთისთვის, რომელიც შეძლებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომელსაც რუს პარტნიორთან ვაჭრობის წარმოება გაუადვილდება. საქართველოს, თავის მხრივ, შეუძლია რუსეთში თავისი ღვინის და მინერალური წყლის მიწოდების იმედი ჰქონდეს. რუსეთი ხომ მისთვის გასაღების მთავარი ბაზარი იყო, ვიდრე მოსკოვმა სანიტარული საბაბით საზღვარი არ ჩაკეტა", - განმარტავს შვეიცარიის პრეზიდენტი.
ამასთან, კალმი-რეის თქმით, აღნიშნული მიდგომა ნოვატორულია იმდენად, რამდენადაც საბაჟოს მუშაობის ხელმძღვანელობას კერძო კომპანიას ჩააბარებენ.
"ამ მიზნით სპეციალური ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც კომპანია SGS მიიღებს მონაწილეობას. სადაო საკითხების გაჩენის შემთხვევაში, შვეიცარიას შეუძლია კვლავ ითამაშოს შუამავლის როლი შეთანხმების მონაწილე ორი სახელმწიფოს თხოვნით", - ამბობს ის.
გარდა ამისა, შვეიცარიის პრეზიდენტი "წარმატების რეცეპტზეც" საუბრობს და აცხადებს, რომ "პრობლემის რამდენიმე ნაწილად დაყოფა მოხდა".
"წინა საშუამავლო სამუშო გამოცდილებიდან შვეიცარელმა დიპლომატებმა წარმატების შემდეგი რეცეპტი შეადგინეს: შედეგის მისაღწევად შევეცადეთ მხარეები რაციონალურ განსჯამდე მიგვეყვანა, საკითხის სირთულე შეგვემცირებინა, პრობლემა რამდენიმე ნაწილად დავყავით და მაქსიმალურად მეთოდურად ვმოქმედებდით. თუმცა ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ყოველთვის არის როგორც აღმასვლის, ასევე დაღმასვლის ფაზები, ამიტომ უკიდურესად მომთმენი უნდა იყო. ზოგჯერ კვირაობით გიწევს ერთ სიტყვაზე, ერთ მძიმეზე დავა. ასეთი მოლაპარაკებების დროს ადგილი აქვს ხოლმე ძალიან მგრძნობიარე მომენტებს. ატმოსფერო დაძაბულია. ადამიანები გამოსავლის ძიებაში თავს არ ზოგავენ. ამ დროს მყარდება კავშირები, ჩნდება სიახლოვე", – აცხადებს შვეიცარიის პრეზიდენტი.
მიშლენ კალმი-რეი 31 ოქტომბერს, რუსეთსა და საქართველოში ვიზიტის დეტალებსაც იხსენებს და ჰყვება, რომ დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრებამდე "ჰოროსკოპს გაეცნო".
"31 ოქტომბერს, რუსეთსა და საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შევხვედროდი, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ იყო. თვითმფრინავში ჩემი ჰოროსკოპები შევამოწმე და ძალიან კარგი აღმოჩნდა. მასში ნათქვამი იყო, რომ "კარგი დღე მქონდა საუბრებისთვის, რომელსაც შეიძლება რთული სიტუაციების გარკვევა ან გადაწყვეტა მოჰყოლოდა", - ჰყვება შვეიცარიის პირველი პირი.
ამასთან, ის არ მალავს, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება "ნაყოფს გამოიღებს თავად ბერნისთვისაც".
"შვეიცარიას ამ საქმეში თავისი ინტერესი აქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთში დიდ ექსპორტს ვაწარმოებთ. მეორეც, რუსეთთან მჭიდრო და ხშირმა კონტაქტებმა ჩვენს სასარგებლოდ ორმხრივი საკითხების გადაწყვეტას ხელი შეუწყო: უახლოეს დღეებში, როგორც ჩანს, გადაწყდება შვეიცარული თვითმფრინავების რუსეთის ტერიტორიის გავლით ფრენის საკითხიც", - აცხადებს მიშლენ კალმი-რეი.
სტატიის ქართულ თარგმანს Foreignpress-ი აქვეყნებს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 





































































































