asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მზად არის "ქართუ ბანკის" პრეზიდენტს შეხვდეს
განცხადება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მზად არის "ქართუ ბანკის" პრეზიდენტს შეხვდეს

2011-11-20 21:11:00



ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზად არის შეხვდეს "ქართუ ბანკის" პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს, თუმცა, არა "უსაფუძვლო ბრალდებების მოსასმენად", - ამის შესახებ ქადაგიძემ დღეს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა .
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, შეხვედრის იმედი ნოდარ ჯავახიშვილმა გამოთქვა და აღნიშნა, რომ დღეს შეხვედრის პირობა მიიღო, მათ კი "ნამდვილად აქვთ სალაპარაკო" და ჯავახიშვილი ქადაგიძის "მიწვევას" დაელოდება. გიორგი ქადაგიძე კი ამბობს, რომ მისი ბანკის წარმომადგენლებს ყოველდღიური კონტაქტი აქვთ "ქართუ ბანკთან", თუმცა, თუ ჯავახიშვილს პირადად მასთან შეხვედრის სურვილი აქვს, შეხვდება, როგორც ბანკირს და მოისმენს ბანკთან დაკავშირებულ ყველა "სადარდებელს".
მაგრამ ქადაგიძეს არ სურს ჯავახიშვილთან "შეხვედრა შეხვედრისთვის" და უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, "დროის კარგვაა".
დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდნტსა და "ქართუ ბანკის" პრეზიდენტს შორის დებატები "ქართუ ბანკიდან" კლიენტების გადინებასაც შეეხო, რასაც ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს და ამბობს, რომ ბანკიდან ამ ზეწოლის შედეგად, 45 მილიონი ლარის გადინება მოხდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კი ამბობს, რომ "ქართუდან" არა 45 მილიონის, არამედ 30 მილიონ ლარზე ნაკლების გადინება მოხდა, რაც ბანკის აქტივების მხოლოდ 5%-ია.
გიორგი ქადაგიძე კლიენტებზე ზეწოლასაც კატეგორიულად გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ კლიენტების გადინება "ქართუში" შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მისი თქმით, არც ერთ ბიზნესს არ უნდა იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომელიც :ქართუ ბანკის" ირგვლივ ვითარდება – ბანკი იყენებს ინფრასტრუქტურას პოლიტიკური საქმიანობისთვის.
ქადაგიძემ ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკური განცხადებების გამოც გააკრიტიკა, რაც ჯავახიშვილისთვის მიუღებელია და ამბობს, რომ "ქართუ ბანკი" ყველა კანონიერ მოთხოვას შეასრლებს, მაგრამ არ დაუშვებს პატრონყმურ დამოკიდებულებას.
"დიდი ბოდიში ბატონო, მაგრამ ჩემი საქმიანობის რეგლამენტირება ხდება კანონით და არა ვინმეს, თუნდაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებით. მთელ მსოფლიში ყველა ბანკს აქვს უფლება ჩაერიოს პოლიტიკაში და დააფინანსოს ნებისმიერ ოპოზიციური პარტია, მით უმეტეს საკუთარი დამფუძნებელი", – განაცხადა ჯავახიშვილმა, რომლის კონტრარგუმენტად ქადაგიძემ "კომერციული ბანკების შესახებ" კანონის ის მუხლი დაასახელა, რომელშიც ბანკის უფლებებია ჩამოთვლილი. მისი თქმით, ამ ჩამონათვალში ნამდვილად არ წერია, რომ კომერციულ ბანკს აქვს უფლება, გამოყენოს მისი ინფრასტრქტურა პოლიტიკური საქმიანობისთვის


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქართუ ბანკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online