| ქალი და მამაკაცი |

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის მიერ "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" შექმნით ისეთი პრობლემების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი, როგორიც ევროზონაში ამჟამად არსებობს.
ამის შესახებ მედვედევმა დღეს, ბელორუსელ და ყაზახ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიც ახლა ევროზონაშია. ეს არის სამი ქვეყანა, რომელსაც საერთო ისტორია აქვს და ერთნაირი სცენარით ვითარდება. ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ კავშირს მიუერთდეს", - განაცხადა მედვედევმა.
მისივე განმარტებით, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" შექმნის ფარგლებში სამივე ქვეყანა ფრთხილად იმოქმედებს და ევროკავშირის გამოცდილებას გაიზიარებს.
"ჩემი აზრით, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, რაც ამჟამად გვაქვს სახეზე, ევროკავშირის მიერ შექმნილი ევროზონა ჯერ კიდევ წარმატებული ასოციაცია", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 










































