| ქალი და მამაკაცი |

თუ "ქართუ ბანკის" მესვეურები პოლიტიკას არ გაემიჯნებიან და იქ წესრიგს არ დაამყარებენ , ამ წესრიგის დამყარებას საკუთარ თავზე ეროვნული ბანკი აიღებს. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფინანსური უზრუნველყოფა, რისთვისაც მნიშვნელოვანია, ბანკები და საფინანსო სისტემა მაქსიმალურად აპოლიტრიზირებული იყვნენ.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, არც ერთი ბანკი, როგორც ეკონომიკის ხერხემალი, არ უნდ აიყოს დაკავშირებული რაიმე ტიპის პოლიტიკასთან.
"ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ჩვენ მივაღწიოთ ისეთ საბანკო სისტემას, რითაც ვიამაყებთ და პირადად მე, ვამაყობ კიდეც" – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად ბანკ "ქართუს", ქადაგიძის განცხადებით, "რაც იქ მისი მესვეურების მხრიდან ხდება", ეროვნული ბანკისთვის მიუღებელია.
"მითხარით ერთი ქვეყანა, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი, სადაც კომერციული ბანკის ხელმძღვანელი გამოდის ან კომერციული ბანკი აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკური დაჯგუფების მხრდასაჭერად; სადაც გამოდის ბანკირი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მათ შორის, აფასებს საპარლამენტო ლიდერების გამოსვლებს. დამისახელეთ ერთი მაინც შემთხვევა ცივილურ სამყაროში, სადაც კომერციული ბანკი ასრულებს პოლიტიკური პარტიის პრესცენტრის და პიარის ფუნქციას; დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც, სადაც კომერციული ბანკი ავრცელებს არასწორ და ცრუ ინფორმაციას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე - მთლიანად საბანკო სექტორის შესახებ; დამისახელეთ ერთი ფაქტი საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც კომერციული ბანკი ასახელებს თავისი კლიენტების ვინაობას, მათ შორის კომერციული საიდუმლოებას; დამისახელეთ ერთი ფაქტი, სადაც კომერციული ბანკი მიზანმიმართულად აჭიანურებს ადგილზე შემოწმების პროცესს", – განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ასეთი რამ არც არსებობს, არც საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს და არც - საქართველო.
მისი თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტები მხოლოდ 90-იან წლებში ხდებოდა, რა საქართველოში დაბრუნებასაც ქადაგიძე არ აპირებს და აცხადებს, რომ ამის გარანტი ეროვნული ბანკი და თავად არის.
"ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ცალსახა - "ქართუ ბანკი" მისმა მფლობელებმა და ახალმა ადმინისტრაციამ მაქსიმალიურად უნდა გამიჯნონ პოლიტიკური პროცესისგან", – განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში პირადად გიორგი ქადაგიძეა გარანტი, რომ "ქართუ ბანკს" ეროვნული ბანკის მხარდაჭერა ექნება; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "წესრიგს ქართუ ბანკში, ეროვნული ბანკი დაამყარებს".
"მაგრამ, თუ ამ წესრიგს არ დაამყარებენ ბანკის მესვეურები, წესრიგს დაამყარებს ეროვნული ბანკი", – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 





























