| ქალი და მამაკაცი |

კომპანია "სკაი ჯორჯიას" ნატო-ს პროექტი 1 ნოემბრიდან შეჩერებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანიის პრეზიდენტმა გიორგი კოდუამ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის შეჩერების ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია.
როგორც კოდუა განმარტავს, საქართველოს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უარი თქვა რუსული თვითმფრინავებით ავღანეთში ტვირთების გადაზიდვაზე. თუმცა გიორგი კოდუას თქმით, ივლისში ბრიუსელში ჰქონდა შეხვედრა და ევროკავშირის მხრიდან რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა.
~შეხვედრა მქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასა და მის მოადგილე გიორგი კარბელაშვილთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უარი თქვა რუსული თვითმფრინავების მომსახურებაზე. თუმცა როცა მოვითხოვე შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი, ვერ წარმომიდგინეს~, - აღნიშნა კოდუამ.
გიორგი კოდუა გეგმავს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს მიაწოდოს, რომლის ვიზიტიც საქართველოში უახლოეს დღეებში იგეგმება.
კომპანია ~სკაი ჯორჯია~ ნატო-ს პროექტის ფარგლებში ავღანეთში ტვირთების ტრანზიტს ახორციელებდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 









































































































