asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელმა ომამდელ პერიოდს გაუსწრო
კახა ბაინდურაშვილის ინფორმაცია
საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელმა ომამდელ პერიოდს გაუსწრო

2011-11-16 15:32:00



  "საქსტატის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოს ექსპორტმა 1 739 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საგარეო ვაჭრობის მზარდ განვითარებას ასახავს. 2011 წლის მონაცემები არამარტო აჭარბებს 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 221.4 მლნ აშშ დოლარი) არამედ, მცირედით ჩამოუვარდება 2009-2010 წლების ჯამურ ციფრს (2 145.5 მლნ აშშ დოლარი).

„ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირდა არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა საგრძნობლად გაუსწრო ომამდელი და კრიზისამდელი პერიოდის ციფრებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს მხოლოდ 10 თვის მონაცემებია, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში გრძელდება ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2011 წელი ეკონომიკური გარღვევის წელიწადი იქნება", - აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კახა ბაინდურაშვილი
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online