| ქალი და მამაკაცი |

დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა და ოპერირება ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ეს დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ „დარიალი ჰესის“ პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (ბსგზშ) ანგარიშის განხილვის შემდეგ გააკეთეს.
_ პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის მონაკ ... ვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის (90 პროცენტის) სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე, ნაკადულის კალმახზე და მდინარე თერგში ამ პოპულაციის გაქრობას გამოიწვევს, _ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმავიო ცენტრის ცნობით, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.
დარიალიჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექპსორტი თურქეთში განხორციელდება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 






































































































