| ქალი და მამაკაცი |

მიმდინარე წლის ბიუეჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტში დღეს შეიტანა.
ბიუჯეტის პროექტით, დაახლოებით 120 მილიონი ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები, სხვა შემოსავლებისგან მიღებული თანხა კი 100 მილიონ ლარს აღწევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, საგადასახადო შემოსავლების ზრდა დაბალი საგადასახადო წნეხის პირობებში, შესაბამისი სტიმულირების ზრდის, რეფორმებისა და ინოვაციების შედეგია.
სხვა შემოსავლების ზრდის ტენდეციაზე კი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ჯარიმებით მიღებული შემოსავალიც არის, ხუროშვილი ამბობს, რომ ეს ნაწილი წლის დასაწყისში არაპროგნოზირებადია და წლის განმავლობაში, მისი კორექტირება ხდება ხოლმე საჭირო.
ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებებიც იზრდება. კერძოდ, გია ხუროშვილის ინფორმაციით, თანხები მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების ოთახების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ა.შ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტი 24 ნოემბერს განიხილავს და დაამტკიცებს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 






































































