| ქალი და მამაკაცი |

ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ~ქართუ ბანკის~ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას მხოლოდ მედიისგან იღებს.
როგორც გიორგი პერტაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკს თუ რაიმე პრობლემა აქვს, მას უნდა მიმართონ.
"ჩვენ უნდა გავიაროთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და შემდეგ შეიძლება რაიმეს თქმა", – განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ აქამდე ყველა ინფორმაცია მხოლოდ პრესიდან აქვს მიღებული, რადგან მისთვის არავის მიუმართავს.
რაც შეეხება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, იპოთეკა-გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციისას, ვალდებულებების უზრუნველყოფის რიგითობაში ბანკი რიგ შემთხვევებში პირველი რიგის იპოთეკარს აღარ წარმოადგენს, პერტაია საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
პერტაიას თქმით, ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს და თუ მას ვინმე არ ეთანხმება, შეუძლია პარლამენტს და ან ბიზნესომბუდსმენის ოფისს მიმართოს.
"ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ. თუ საბანკო სფეროში ამის პრობლემაა, ვიმუშავებთ, მაგრამ ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ლობირებაზე, ან კონკრეტული ბიზნესის დაცვაზე ორიენტირებული არა ვართ", – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 















