asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

45 წელს ზემოთ პირთა დასაქმებისას მეწარმეებისთვის შეღავათი შესაძლოა, ერთწლიანი იყოს
კანონპროექტი
45 წელს ზემოთ პირთა დასაქმებისას მეწარმეებისთვის შეღავათი შესაძლოა, ერთწლიანი იყოს

2011-11-14 14:59:00



45 წელს ზემოთ პირთა დასაქმებისას მეწარმეებისთვის შეღავათი შესაძლოა, ერთწლიანი იყოს.
პრეზიდენტის ინიციატივაზე კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს და უახლოეს დღეებში, განსახილველად მთავრობას წარუდგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ განუმარტა, პროექტის ამ დროისთვის არსებული ვარიანტით, თუ 45-60 წლამდე პირის დასაქმება მოხდება 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, 12 თვის განმავლობაში მისი საშემოსავლო გადასახადი დაკავებული არ იქნება.
რაც შეეხება მანიპულაციების თავიდან აცილებას, ებანოიძე ამბობს, რომ ყველა საწარმო შემოსავლების სამსახურს წლის ბოლოსთვის დასაქმებულთა სიას უგზავნის და, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილი გახდება, ხომ არ გაუშვეს ვინმე სამსახურიდან ამ ასაკის პირის დასაქმებისთვის.
45 წელს ზემოთ მოქალაქეთა დასაქმების სანაცვლოდ, ბიზნესისთვის შეაღავათის დაწესების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მეწარმეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online