| ქალი და მამაკაცი |

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, კომპანია "სარაჯიშვილმა" რუსეთის ბაზარზე დაბრუნება გადაიფიქრა.
როგორც კუკავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, გადაწყვეტილების შეცვლა მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია იმყოფებოდა.
"3 დღის წინ ზაზა გოროზია კომპანიაში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტის შემდეგ "სარაჯიშვილის" ხელმძღვანობამ გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთის ბაზარზე შესვლა გადაიფიქრა", - აცხადებს კუკავა.
რაც შეეხება რუსეთის მთავარ სანიტარულ უწყებასთან უშუალოდ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის მოლაპარაკებებს, კუკავას თქმით, რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი ამ დროისთვის 6-მა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა, რომლებიც ამჟამად პროდუქციის ხარისხის შემოწმებისთვის საჭირო პროცედურებს გადიან.
"საუბარია სპირტიანი სასმელების და სასმელი წყლის დაბრუნებაზე. ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც, ძირითადად, ქაღალდებს უკავშირდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაბრუნდება, 2012 წლის იანვრის ბოლოდან კი, ალბათ ჩვენი პროდუქცია გასაყიდად რუსეთის ბაზარზე გავა", - აღნიშნა კუკავამ.
კომპანია "სარაჯიშვილმა" რუსულ ბაზარზე საკუთარი კონიაკის დაბრუნების სურვილი საჯაროდ დაახლოებით ორი კვირის წინ გამოთქვა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 























































































































