| ქალი და მამაკაცი |

ს.ს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" მფლობელი "ჯორჯიან მედი" გახდა. კომპანიამ კლინიკა ელექტრონულ აუქციონზე 6 მლნ. 670 ათას ლარად იყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 6 მლნ. 600 ათასი ლარი იყო.
სამედიცინო ცენტრს 22 054 274,70 ლარის დებიტორული და 4 140 002,41 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკის ახალი მფლობელი ვალდებულია სამედიცინო ცენტრს 7 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს. ინვესტორი ვალდებულია, ასევე, 2011 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 386 646,80 ლარი ჩარიცხოს (აღნიშნული თანხის დაფარვის შემდგომ საზოგადოება ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან). შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში ცნობილი გახდა, რომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" მენეჯმენტში ახალი კომპანია შევიდოდა და კლინიკა 25-წლიანი მართვის უფლებით, "ვესტრინგ მედიქალ სერვისისს (ჯორჯია)" გადაეცემოდა. აპრილში გაჟღერებული პირობების მიხედვით, აქციების მართვის სანაცვლოდ, "ვესტრინგ მედიქალ სერვისი (ჯორჯია)" ყოველწლიურად სახელმწიფოსათვის 10 ათასი ლარი გადაეხადა. მმართველი კომპანია ვალდებული იყო, ასევე, "აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" რეაბილიტაციისთვის, 15 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელებინა. 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების შემდგომ, "ვესტრინგ მედიქალ სერვისისს (ჯორჯია)" უფლება ეძლეოდა, სამედიცინო ცენტრის IPO განეხორციელებინა და აქციები საბაზრო ღირებულებით გამოესყიდა. იმავდროულად, 15 მლნ. დოლარის ინვესტიციის განხორციელების შემდგომ სამედიცინო ცენტრის მმართველო კომპანია უფლებამოსილი უნდა გამხდარიყო, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საავადმყოფოს აქციების შესყიდვის ინიციატივით მიემართა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე იშუამდგომლებდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 






















































































