asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონით შეუმცირა
შემცირება ხარჯების ნაწილშია
მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონით შეუმცირა

2011-11-10 18:49:00



მთავრობამ თავდაცვის სამინისტროსთვის ასიგნებების 15 მილიონი ლარით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 690,000.0 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. აქედან შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლების პროგრამისთვის 640.444. 9 ათასი ლარი იყო განსაზღვრული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით კი, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 675, 000. 0 ლარი იქნება. შემცირება შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლების პროგრამას ეხება და 625, 444. 9 ლარი ხდება.
შემცირება, ზოგადად, ხარჯების ნაწილშია, თუმცა, არ იცვლება არც შრომის ანაზღაურების და არც არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილი. შემცირება ე.წ. "სხვა ხარჯებს" უნდა ეხებოდეს, თუმცა, ასეთი მუხლების შესახებ მითითება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, წლევანდელისგან განსხვავებით, აღარ არის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მთავრობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online