asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მთავრობა ჯართის ექსპორტიდან 40 მლნ ლარის მიღებას ვარაუდობს
ვარაუდი
მთავრობა ჯართის ექსპორტიდან 40 მლნ ლარის მიღებას ვარაუდობს

2011-11-09 18:03:00



მთავრობა მომავალ წელს ჯართის ექსპორტიდან 40 მილიონი ლარის მიღებას ვარაუდობს.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2012 წელს შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით მთავრობა ბიუჯეტში, 95.6 მილიონი ლარის მიღებას პროგნოზირებს, რაც სხვა შემოსავლების მთლიანი საპროგნოზო მოცულობის 31.8 პროცენტს შეადგენს და 38.6 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის საგეგმო მაჩვენებელს.
ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის პარლამენტში წარდგენისას, პარლამენტი შემოსავლების ზრდის დეტალებით დაინტერესდა და მთავრობას, დამატებითი ინფორმაციის წარდგენა სთხოვა.
მთავრობის განმარტებით კი, რომელიც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს თან ახლავს, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების მაჩვენებლის გაზრდა ძირითადად მიმდინარე წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით არის განპირობებული, რომლის მიხედვითაც ჯართის ექსპორტის აქციზის გადასახადი, საფასურად გადაკეთდა.
"საფასურის ასახვა ბიუჯეტის შემოსავლებში ხდება სწორედ შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების მუხლით. ჯართის ექსპორტის საფასურიდან მისაღები შემოსავლები 2012 წლის ბიუეჯეტის პროექტში პროგნოზირებულია 40,0 მლნ ლარის მოცულობით", – განმარტავს მთავრობა.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 4 ნოემბერს შევიდა. მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა, პარასკევს იგეგმება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online