asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნოდარ ჯავახიშვილი - მსოფლიო ბანკი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავს
კომენტარი
ნოდარ ჯავახიშვილი - მსოფლიო ბანკი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავს

2011-11-09 15:54:00



მსოფლიო ბანკი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავს. ამის შესახებ "ქართუ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორთან, ასად ალამთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯავახიშვილის თქმით, მან მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 7 ოქტომბრის შემდეგ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმ პოლიტიკურ ზეწოლაზე, რაც ჯავახიშვილის თქმით, ივანიშვილსა და მის საკუთრებაზე, ამ შემთხვევაში "ქართუ ბანკზე" ხორციელდება.
როგორც "ქართუ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ასად ალამმა ყურადღებით მოუსმინა და განაცხადა, რომ ვითარებაში გაერკვევა და მსოფლიო ბანკი პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნოდარ ჯავახიშვილი
კავშირი ტეგთან: ქართუ ბანკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online