| ქალი და მამაკაცი |

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2008-2009 წლებში მშპ-ს ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალი იყო, რასაც უმუშევრობის დონის შემცირებაზე დიდი გავლენა ვერ ექნებოდა, თუმცა ჭელიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ის მიმართულებები აქტიურად ვითარდება, რასაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში დასაქმების ზრდა და შესაბამისად უმუშევრობის დონის შემცირება შეუძლია.
"2008 წელს მშპ-ს ზრდა გვქონდა 2,3 %-იანი, რაც არის საკმაოდ დაბალი და ბუნებრივია ამ მონაცემებს არ შეეძლო უმუშევრობის დონეზე რაიმე სერიოზული გავლენა მოეხდინა. რაც შეეხება 2009 წელს ეკონომიკის ვარდნა იყო და მშპ-ს ზრდა გვქონდა 3,9 %-იანი და ბუნებრივია აღნიშნულ მონაცემსაც არ შეეძლო უმუშევრობის შემცირებაზე სერიოზული გავლენა მოეხდინა, 2010 წელს "საქსტატის", წინასწარი მონაცემების მიხედვით, გვაქვს 6,4 %-იანი ზრდა. დაზუსტებული მონაცემები გვექნება ნოემბრის ბოლოსათვის. ცხადია უმუშევრობაზე გავლენა იყო, რადგანაც 2010 წელს უმუშევრობის დონე 16,9 %-დან 16,3 %-მდე შემცირდა. თუ რამდენად უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას შორის კავშირი ეს მაინც თეორიის საგანია. თუმცა ეს მაინც დამოკიდებული იმაზე, თუ მშპ-ს ზრდაში, რომელი სექტორები დომინირებდნენ. არის სექტორები, სადაც დასაქმება ძალზედ პასიურად ხდება, ხოლო არის სექტორები სადაც სიტუაცია განსხვავებულია. საქართველოში დასაქმების ზრდა ძირითადად მოდის საბანკო სექტორზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე. წლის განვალობაში ამ მიმართულებით ზრდა სახეზეა და ყველაფერს ამას უმუშევრობის დონის შემცირებაზე გავლენა აუცილებლად ექნება. უმუშევრობის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს ასევე სახელმწიფო ადმინისტრაცია და ბუნებრივია იქაც დასაქმების მასიური ზრდა არ არის. 2011 წლის უმუშევრობის დონის დათვლა ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც წელი არ დასრულებულა"- განაცხადა ზაზა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა. გარდნერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა სახეზეა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ფაქტობრივად შემცირებულა.
გარდნერის თქმით, საქართველოში განათლებული ხალხი ცხოვრობს, თუმცა კონკრეტული საწარმოებისთვის საჭირო სპეციალისტების დეფიციტი შეინიშნება.
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 



