asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"გუდვილი" და "ჯი.მარტი" გაერთიანდნენ
სიახლე
"გუდვილი" და "ჯი.მარტი" გაერთიანდნენ

2011-11-08 16:01:00



"გუდვილი" და "ჯი.მარტი" ბაზარზე ოპერირებას ერთი სახელით - "გუდვილი" გააგრძელებენ.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. იურიდიული რეკვიზიტები ორივე კომპანიას შპს "ჯი.მარტის" ექნება, ხოლო ბრენდის სახელად "გუდვილ" შეინარჩუნეს.
"გუდვილ-ჯი.მარტის გაერთიანება გაძლიერებას ნიშნავს. "ჯი.მარტის" შექმნის დღიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ პარტნიორები ვართ და ძლიერ კონკურენციას ადგილი არ ექნებოდა. შეიქმნა პრეცედენტი, რომ დაბალშემოსავლიანმა ოჯახებმაც შეძლეს კომფორტულად შესყიდვების განხორციელება. "ჯი.მარტს" ძლიერი მენეჯერთა გუნდი ჰყავს, ისინი სწორად ხედავენ ბიზნესის განვითარების პერსპექტივას. ამ გაერთიანებით ჩვენ ვემზადებით მომავალი კონკურენციისთვის, რომელიც საცალო ბაზარზე შეიძლება წარმოიშვას. ეს არის საერთო მიზანი რომელიც ყველა რესურსის ოპტიმიზაციას ემსახურება. გაძლიერდა ადამიანური, საწარმოო, ტექნოლოგიური რესურსები. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარემ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გაერთიანებით უპირველეს ყოვლისა მომხმარებელი იხეირებს", - განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, საფასო პოლიტიკა კიდევ უფრო ლიბერალური გახდება.
გაერთიანდება დაგროვებითი ბარათის სისტემაც და მომხმარებელი ერთი საერთო ბარათით ისარგებლებს.
გაერთიანებული კომპანია დეკემბერში მომხმარებელს კიდევ ერთ ჰიპერმარკეტს შესთავაზებს, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე განთავსდება. გარდა ამისა, გაერთიანებული გუნდი ახალ ბრენდზე მუშაობს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online