asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მერიის მიერ ჯიხურებთან დაკავშირებულ ონლაინაუქციონში მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ
თინა ხიდაშელის ინფორმაცია
მერიის მიერ ჯიხურებთან დაკავშირებულ ონლაინაუქციონში მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ

2011-11-07 13:49:00



მერიის მიერ ჯიხურებთან დაკავშირებულ ონლაინაუქციონში მონაწილეობაზე მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანმა მსგავსი პრობლემით დღეს დილით მიმართა.
"ალბათ რაღაც შეთანხმება მიდის და ადამიანების დიდი ნაწილი აუქციონის მიღმა რჩებ, რაც უსამართლობაა", -განაცხადა ხიდაშელმა.
ერთ-ერთი მოქალაქის, გიორგი ბერიძის თქმით, ნახევარი საათის განმავლობაში მერიის საიტი არ იხსნებოდა, საიტის გახსნის შემდეგ კი, ტექნიკური პრობლემების გამო აუქციონში მონაწილეობას ვერ იღებს.
"ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ისრაელიდან ჩამოვედი, დარეგისტრირებულ ვარ საიტზე, თანხაც გადახდილი მაქვს - ხუთასი ლარი, თუმცა აუქციონში მონაწილეობას ვერ ვიღებ", - ამბობს გიორგი ბერიძე.
"ინტერპრესნიუსი" ვითარების გასარკვევად მერიის ქონების მართვის საგენტოსაც დაუკავშირდა. სააგენტოს პრესამსახურის ხელმძღვანელის, თამარ დვალის განმარტებით, აუქციონში მონაწილეობა სერვერის გადატვირთულობის გამო დროებით შეუძლებელია. მისივე განმარტებით, პრობლემა უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება, აუქციონი კი, საღამოს ექვს საათამდე გრძელდება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თინა ხიდაშელი
კავშირი ტეგთან: აუქციონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online