asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უკრაინამ შესაძლოა, თანხმობა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ უკან გაიწვიოს
სიახლე
უკრაინამ შესაძლოა, თანხმობა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ უკან გაიწვიოს

2011-11-05 13:30:00



უკრაინამ შესაძლოა, თანხმობა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ უკან გაიწვიოს, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრ ანდრეი კლუევზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, კლუევის თქმით, თუ მოსკოვი კიევს გაზის ფასს არ შეუმცირებს, შესაძლოა, უკრაინამ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება დააბრკოლოს. უკრაინა რუსული გაზის ტარიფებთან დაკავშირებით ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსკოვი არ დასთანხმდება.
მოქმედი კონტრაქტით უკრაინა 1000 კუბომეტრ რუსულ გაზში 456 დოლარს იხდის, რაც კიევის უკმაყოფილებას იწვევს.
3 ნოემბერს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა ბარიერი მოიხსნა, რადგან თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის მიერ შემუშავებული კომპორმისული ვარიანტი მიიღეს.
უკრაინა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას 2008 წელს დათანხმდა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online