| ქალი და მამაკაცი |

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ქართუ ბანკის" მსხვილ კრედიტორებს მთავარ პროკურატურაში იბარებენ.
როგორც ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ინფორმაცია ამის შესახებ ბიზნესწრეებიდან მიაწოდეს. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის პირდაპირი დავალებით მთავარ პროკურატურაში დაიბარეს "ქართუ ბანკის" მსხვილი მევალეები და მათ ეუბნებიან, რომ ვალის გადახდა აღარ დასჭირდებათ. ამ ნაბიჯით მათ სურთ, "ქართუ ბანკის" სიცოცხლისუნარიანობას ხელი შეუშალონ. არსებობს ინფორმაციაც, რომ ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მიერ პოტენციურად გადასადგმელ ნაბიჯს, რომ ბანკში დროებითი მმართველობა შეიყვანონ. ეს ნაბიჯი არის პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებული", - განაცხადა ალასანიამ.
თუ რომელ კრედიტორებზეა საუბარი, ირაკლი ალასანიამ არაერთი კითხვის მიუხედავად, "ინტერპრესნიუსს" არ დაუკონკრეტა. მისი თქმით, არ სურს, საფრთხე შეუქმნას პროცესის უშუალო მონაწილე იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 






























































































