asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ
გაფიცვა
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ

2012-02-21 12:51:00



  გურჯაანის აგრარულ ბაზარში დღეს დილიდან საქონლის ხორცი არ იყიდება. ხორცის გამყიდველები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ და მაღაზიები დაკეტილია.

ხორცით მოვაჭრეების თქმით, ობიექტები იმის გამო დახურეს, რომ შემოსავლების სამსახური მათ სალარო აპარატების დადგმას ავალდებულებს. მათივე თქმით, სალარო აპარატები არც სხვა ბაზრებში მომუშავე ხორცის გამყიდველებს აქვთ, თუმცა შემოსავლების სამსახურს მათთვის გაფრთხილება არ ჩაუბარებია.

„ბაზარში ხორცის სარეალიზაციო 12 ობიექტია და დღეს ყველა დაკეტილია. საგადასახადო ინსპექცია სალარო აპარატების დადგმას მხოლოდ გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს გვავალდებულებს. გუშინ თელავის და ველისციხის ბაზარში ვიყავით წასულები, მაგრა აპარატი არავის ჰქონდა. როგორც ვიცი სალარო აპარატი 305 ლარი ღირს. ვერ გაგვიგია, მის შეძენას და დადგმას მხოლოდ ჩვენ რატომ გვთხოვენ. ხორცი ყველას გვაქვს, თუმცა ობიექტებს როდის გავხსნით, არვიცით, რადგან დაჯარიმების გვეშინია. ჯარიმა პირველად 500 ლარია, მეორედ კი 1000 ლარი", - განუცხადა კახეთის საინფორმციო ცენტრს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იური ჩიტოშვილმა.

შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში განაცხადეს, რომ ხორცის გამყიდველებს სალარო აპარატების დადგმას საგადასახადო კოდექსის საფუძველზე სთხოვენ და ამაში უკანონო არაფერია.

 

მასალის გამოყენების პირობები

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გაფიცვა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online