| ქალი და მამაკაცი |

შპს "იგრიკას" კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
"შპს ,,იგრიკას" კუთვნილი ტვირთი, Mercedes Benz-ის მარკის მიკროავტობუსი, შემოვიდა ბათუმის პორტში, ამა წლის 9 თებერვალს, 13.00 საათზე. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით განხორციელდა ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა.
შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის ოფიცრებმა მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება მოახდინეს კანონის ყველა წესის დაცვით. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ შპს ,,იგრიკას" წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ დათვალიერების პროცედურაზე დასწრება. ტვირთი წითელ დერეფანში არ მოხვედრილა. მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად. საბაჟო პროცედურების თანახმად, ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა.
შპს ,,იგრიკას" კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია მიეწოდა ბათუმის პორტის ადმინისტრაციას და მიკროავტობუსი გადაყვანილი იქნა ბათუმის საკონტეინერო ტრემინალში. კუთვნილი მიკროავტობუსი, შპს "იგრიკამ" პორტის საკონტეინერო ტერმინალიდან 9 თებერვალს, 18.00 სთ-ზე გაიყვანა. პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა.
ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ შემოსავლების სამსახურმა შეიტყო მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, როდესაც შპს ,,იგრიკას" წარმომადგენლებმა გამართეს პრესკონფერენცია. 9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე, ,,იგრიკას" არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის, ტვირთის დაზიანების პრეტენზიით.
შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ",-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 














