| ქალი და მამაკაცი |

სამომავლოდ შემოსავლების სამსახური ლიმონათისა და მინარალური წყლების მარკირებას გეგმავს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განმარტა, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლიმონათისა და მინერალური წყლების მარკირება მოხდება.
ებანოიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდა იმიტომ, რომ ქვეყანაში ლიმონათის წარმოებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი რისკებია. შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიული კომპანია - "SICPA Security Solutions SA". - შორის, აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი ხდება აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდური და უშუალო მარკირების განხორციელება; მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა; ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობა; სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლი/მონიტორინგი; ადგილობრივ საწარმოებში საწარმოო წუნის აღრიცხვა/შემცირება; მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან. შემოსავლების სამსაუხრმა "აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ" კონკურსი 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადდა. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომპანიამ, რომელთაგან შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული საკონკურსო პირობები ყველაზე სრულყოფილად დააკმაყოფილა შვეიცარიულმა კომპანიამ "SICPA Security Solutions SA". შვეიცარიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც დაიტანება მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას აკონტროლებს კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია. ინფორმაციის მოგროვება და ბაზაში გადაგზავნა ხორციელდება ავტომატიზირებულად, სპეციალური აპარატის საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ დატანილი მარკის ხარისხის კონტროლის დროს წუნდებული მარკის შემთხვევაში პროდუქტი ვარდება საწარმოო ხაზიდან, რაც მწარმოებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საწარმო წუნის აღრიცხვას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ საწარმოო პროცესს.
როგორც ცნობილია უახლოეს პერიოდში საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა დაინერგება

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 














