asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობა კვლავ ფასიანი იქნება
ისევ
რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობა კვლავ ფასიანი იქნება

2012-01-23 14:20:00



რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობა, კვლავ ფასიანი იქნება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გვირაბით სარგებლობისთვის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, სავალდებულო იქნება.
საფასურის გადამხდელად, ამავე დადგენილებით, რომელიც უკვე ძალაშია, საავტომობილო გვირაბით მოსარგებლე თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლი განისაზღვრა.
საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ადმინისტრირება, ამ მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრა, შემოსავლების სამსახურს დაევალა.
ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საავტომობილო გვირაბით სარგებლობის საფასურის ადმინისტრირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, შემოსავლების სამსახურს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, უსასყიდლო სარგებლობაში უნდა გადასცეს.
საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ოდენობა, ასევე მთავრობის დადგენილებით, უახლოეს მომავალში განისაზღვრება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რიკოთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online