asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვერა ქობალიას ახალი მოადგილეები ჰყავს
საკადრო ცვლილებები
ვერა ქობალიას ახალი მოადგილეები ჰყავს

2012-01-23 13:18:00



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს , მინისტრის მოადგილეებად ნათია მიქელაძე და მიხეილ ჯანელიძე დაინიშნენ.
ნათია მიქელაძე ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.
რაც შეეხება მიხეილ ჯანელიძეს, იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ასევე ახალი პირველი მოადგილე ჰყავს - ეს თანამდებობა ირაკლი მატკავამ დაიკავა, რომელიც ბოლო პერიოდამდე მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო იქამდე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი მატკავამ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩილ კეკელია შეცვალა, რომელიც ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვერა ქობალია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online