asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროვნული ბანკი "ქართუში" არჩევნებამდე დარჩება
ნოდარ ჯავახიშვილის ვარაუდი
ეროვნული ბანკი "ქართუში" არჩევნებამდე დარჩება

2012-01-16 11:52:00



ბანკ "ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი "ქართუში" არჩევნებამდე დარჩება. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
"შემოწმების დაწყების დღიდან ისინი არაფერს არ სწავლობენ და არაფერს არ ამოწმებენ. მუშაობენ მხოლოდ მიმდინარე ოპერაციების წინასწარი შემოწმების რეჟიმში, რაც არ ჯდება ტერმინ შემოწმების ფარგლებში. არ მაქვს იმედი, რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ იქნება ზეწოლა ან თუ არ მოვიგებთ სასამართლო პროცესს, ეროვნული ბანკი ბანკ "ქართუს" არჩევნებამდე დატოვებს", - ამის შესახებ აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ბანკი "ქართუ" გეგმავს, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ბანკი "ქართუ" მოითხოვს, სასამართლოს მხრიდან გაკეთდეს განმარტებები, რის საფუძველზე და კონკრეტულად რას ამოწმებს ეროვნული ბანკი ბანკ "ქართუში".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნოდარ ჯავახიშვილი
კავშირი ტეგთან: ეროვნული ბანკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online