
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
აქამდე მოქმედი ნორმით, სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდებოდა "საგადასახადო კოდექსის" მხოლოდ 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.
კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის და სხვა ჯარიმებზე, რომელიც საგადასახადო კოდექსით დაკისრებული ისეთი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის არის, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა.
ახალი რეგულაციით კი, საგადასახადო შეთანხმება არ გავრცელდება როგორც აღნიშნულ სანქციებზე, ისე საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
კოდექსის 155-ე მუხლი, მიმდინარე გადასახდელებს გულისხმობს. კერძოდ, ეს საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით.
ხოლო 205-ე მუხლი კი ქონების გადასახადის გულისხმობს.
"საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



ვერა ქობალიას ახალი მოადგილეები ჰყავს
ეროვნული ბანკი "ქართუში" არჩევნებამდე დარჩება
ვის ჩუქნიან ახალ სალარო აპარატებს
ნიგვზის ფასმა უკვე მოიმატა













გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება დღეს იწყება
"თელასს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს _ ვადიმ მიტიუშინი 

ლადო პაპავა: "საქართველოში პური გაძვირდება"
"გაზპრომმა" ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 10%-ით შეამცირა
შპს "იგრიკას" კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საგადასახადო შეღავათი წესდება
რამდენ გაზს დავწვავთ წელს
შემოსავლების სამსახური ლიმონათისა და მინერალური წყლების მარკირებას გეგმავს
რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობა კვლავ ფასიანი იქნება 






















































































